Saturday, October 3, 2015

მესამე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. პროექტის თემიდან გამომდინარე, შევარჩიეთ,  გამოვიყენეთ და დავხვეწეთ სტანდარტი შესაბამისი ინდიკატორებით.
დღეს გავეცანით , რა  არის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩვენი თემიდან გამომდინარე, შევევადეთ,  მოგვეფიქრებინა  სავარაუდო კითხვები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტში. საინტერესო იყო ჯგუფის წევრების რჩევების მოსმენა, გამოიკვეთა საინტერესო იდეები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ  პრაქტიკულ მუშაობაში.

No comments:

Post a Comment